თამთა გურგენიძე
Thursday, November 7, 2013
გეომეტრიული ფიგურები
პროექტზე მუშაობას დავიწყებ დეკემბრის პირველ რიცხვებში VI კლასში. პროექტზე მუშაობის ვადა - 1 თვე.
Monday, November 4, 2013
გეომეტრიული ფიგურები (პროექტი)
პროექტი
პროექტის სახელწოდება:
გეომეტრიული ფიგურები

პროექტის აქტუალობა: V კლასში
მოსწავლეები შეისწავლიან გეომეტრიული ფიგურებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან ცნებებსა
და თვისებებს. პროექტის საშუალებით კი ისინი შეძლებენ აღნიშნული თემის ირგვლივ ცოდნის
განმტკიცებას, ერთმანეთისა და მათზე პატარა ასაკის მოსწავლეების დახმარებას.

მონაწილეთა ასაკი:
VI კლასი.
მონაწილეთა შედეგები/
პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები
ისწავლიან ბუკლეტების გაკეთებას, დამოუკიდებელ, ჯგუფურ მუშაობას, გაიღრმავებენ ცოდნას.
პროექტისთვის
საჭირო ძირითადი რესურსები: კლასის სახელმძღვანელო, კომპიუტერი, ინტერნეტი,
პრინტერი, პროექტორი, კარდონები, მაკრატელი, ფერადი ქაღალდები.
პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს მიეცემა
თემა რომელიმე ერთ გეომეტრიულ ფიგურაზე. შემდეგ კი ჯგუფი იმუშავებს აღნიშნულ თემაზე,
მოიპოვებენ ინფორმაციას სახლმძღვანელოსა და ინტერნეტის საშუალებით, გააკეთებენ ხელნაკეთ
გეომეტრიულ ფიგურებს. თითოელი ჯგუფი გააკეთებს ბუკლეტს და წარმოადგენს პრეზენტაციას
შესაბამის თემაზე Power Point-ის
გამოყენებით.
საგნებთან/ საგნობრივ
ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა-ისტ-ხელოვნება.
პროქეტის ხელმძღვანელი
(მასწავლებელი): თამთა გურგენიძე
Friday, November 1, 2013
Subscribe to:
Posts (Atom)